გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ფრანსუა ბაბინეთს შეხვდნენ და მწვანე რაზმები ჩამოაყალიბეს.
მწვანე რაზმები” არის ეკო-აქტივისტების ქსელი, რომლის მიზანი საქართველოს ბუნების დასუფთავება, ფრანსუა ამ რაზმების ხელმძღვანელია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა სკოლასთან თანამშრომლობს., გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მეორედ შეხვდა და რაზმების ჩამოყალიბების შესახებ მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ფრანსუამ ამავე დროს რაზმებს ამოუტანა ჟილეტები და სხვა დასუფთავებისთვის საჭირო მასალები.
სკოლაში ჩამოყალიბდა 5-კაციანი რაზმები, რომლებმაც უნდა აიღონ სასურველი ლოკაცია და თვეში ერთხელ უნდა დაასუფთაონ, ამავე დროს ნარჩენები უნდა დაახარისხონ, პლასტმასისა და რკინის ბოთლებს შევინახავთ. როდესაც აგროვდება გარკვეული რაოდენობა, ორგანიზაცია ამოვა და წაიღებს.
ფრანსუას თან ახლდა სალომე წიქვაძე, რომელიც სამაგიდო თამაშ ,,მდგრადი განვითარების მიზნების" ავტორია. სალომემ მოსწავლეებს აუხსნა, თუ როგორ უნდა დაახარისხონ ნარჩენები და რომელი პლასტმასის გადამუშავება შეიძლება.
გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის თხოვნით, ფრანსუა მეზობელი არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდა და რაზმები იქაც ჩამოაყალიბა.
როგორც კი შესაბამისი ამინდი დადგება, გუმბათის საჯარო სკოლის მწვანე რაზმები საქმიანობას დაიწყებენ
No comments:
Post a Comment