გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, სოფელ გუმბათში ჩატარდა დღესასწაული ,,გუმბათობა 2021", რომლის მიზანი იყო წალკის მუნიციპალიტეტის ქართველი და არაქართველი მოსახლეობის დამეგობრების ხელშეწყობა;
1998 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო წალკის მუნიციპალიტეტის ბერძნული მოსახლეობისაგან დაცლილი სოფლების ქართველი მოსახლეობით შევსება, გუმათი პირველია, სადაც ქართული სიტყვა და სული გაცოცხლდა, ამ მოსახლეობამ უამრავი დაბრკოლება გადალახა, უჭირდათ ინტეგრაცია ადგილობრივ არაქართველებთან ურთიერთობა, თუმცა გადალახეს ყველა პრობლემა და დღეს აქ ტოლერანტობისა და ერთიანობის უზადო მაგალიათები გვაქვს, სწორედ ამას მოწმობდა ,,გუმბათობაც" ზეიმზე მონაწილეობდა წალკის მუნიციპალიტეტის 3 არაქართული და 3 ქართული სკოლა: ოზნი, აშკალა, კიზილქილისა, არწივანი, გუმბათი. განთიადი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ეროვნული ცეკვები და სიმღერები. წაიკითხეს ლექსები.
გუმბათობაზე იყო ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენაა-გაყიდვები, ტრადიციული კერძების გამოფენები, საბავშვო გასართობი პროგრამა, სპორტული შეჯიბრებები, გასართობი თამაში პეინტბოლი, ბოლოს სოფლის მოყვარულებმა გამართეს დოღი.
ეკოკლუბის წევრებმა გდაწყვიტეს, გუმბათობა ტრადიციულ ზეიმად აქციონ, ეს იქნება ტოლერანტობისა და ერთიანობის მაგალითი.
No comments:
Post a Comment