გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარადისის ეკოკლუბთან თანამშრომლობენ, მოსწავლეებმა ამჯერად მარადისის საქველმოქმედო ბაზრობაზე მიიღეს მონაწილეობა.
მარადისის ეკოკლუბი ყოველწლიურად აწყობს ყვავილებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, რომლისგანაც შემოსული თანხით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარება. მარადისის მოსწავლეეებმა გამოფენაზე გუმბათელებს პატარა კუთხე დაუთმეს, სადაც გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლე ნუცი ძირკვაძემ ნახატები გამოფინა. ნუცა ეკოკლუბის აქტიური წევრი და ამავე დროს პატარა მხატვარია, რომლის ნახატების მთავარი თემა პეიზაჟია.
მოსწავლეებმა ბაზრობაზე ყვავილები და ხილი შეიძინეს.
გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხის აგროვებაში ეხმარება, რისთვისაც მარადისის ეკოკლუბმა ბაზრობიდან შემოსული თანხიდან გუმბათის ეკოკლუბს 100 ლარი გადასცა. ეკოკლუბები თანამშრომლობას და სხვადასხვა საერთო აქტივობებს სამომავლოდაც გეგმავენ.
No comments:
Post a Comment