გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი სკოლის ეზოში ხეივანს აკეთებს, ამ მიზნით სკოლის ეზოში მეორადი ნივთებისაგან გააკეთეს საყვავილეები, მოხატეს და ყვავილები დარგეს.
სკოლის ეზო საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, მისი მოვლა და გალამაზება ეკოკლუბის ერთერთი პრიორიტეტია, ამჯერად კი მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ნაძვის ხეები დარგეს. ნაძვის ნერგები ეკოკლუბს განთაიდის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა გადასცა, რომელმაც წალკის ლაგისგან გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებისთვის დაფინანსებით მიიღო. სხვადასხვა სახის ნერგების მოძიებისა და დარგვის აქციებს მოსწავლეები აგრძელებენ, მალე ნაძვის ხეებს ალვისა და სხვა მცენარეთა ნერგები შეემატება.
ზემო წალკაში ბუნებრივი ტყე არ არის, მხოლოდ პატარ-პატარა ხელოვნური ტყეებია, რომლებიც საფრთხის წინაშე დგას, ნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, რათა ეს ხელოვნური ტყე შევინახოთ და არ განადგურდეს, ჩვენი ხეების დარგვის აქციები სწორედ ამას უწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment