წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა პლოგინგის კონკურსი.
პლოგინგის მოძრაობა წარმოშობით შვედმა მოყვარულმა მოთხილამურემ ერიკ აჰლსტრომმა 2016 წელს დაიწყო, რომელიც ჩრდილოეთ შვედეთში 20 წლიანი ცხოვრების შემდეგ სტოკჰოლმში საცხოვრებლად გადავიდა. ის იმდენად იმედგაცრუებული იყო ნაგვის რაოდენობით, რომელსაც სამუშაოდ მიმავალი გზაზე ხედავდა, რომ მისი შეგროვება დაიწყო.
კონკურსის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე გუმბათის ნაპირები. მონაწილე გუნდებს საჩუქრად გადაეცათ ბანერები, რომლებსაც თავიანთ სოფელში დადგამენ. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ გუმბათის, არწივანისა და აშკალის ახალგაზრდები.
მონაწილეებმა ერთ ტონაზე მეტი ნარჩენი შეაგროვეს.
პლოგინგი ჩატარდა პროექტის „იფიქრე, იარე, იზრუნე“ ფარგლებში. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა აშკალის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით.
პროექტმა „იფიქრე, იარე, იზრუნე“ გაიმარჯვა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ეს წალკაა ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), CENN-თან თანამშრომლობით, გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორცილებას.
მასალები იხ:
No comments:
Post a Comment