შემაჯამებელი შეხვედრა

 გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა პირველი სემესტრის შედეგები შეაჯამა, მათ ისაუბრეს, თუ რა მოგვცა კლუბურმა მუშაობამ და დასახეს სამომავლო გეგმები.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან აქტივობებზე, რომლებიც გავახორციელეთ ამ პერიოდში, რა დაგვრჩა გასაკეთებელი და რა უნდა გავაკეთოთ სამომავლოდ.

სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელში, ამ მიმართულებით ჩვენმა სკოლამ განსახორციელებელი აქტივობების თემად გარემოს დაცვა აირჩია, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ეკოკლუბის გარმოსდაცვითი მიმარტულების საქმიანობის გაძლიერებას. 

კლუბის წევრებმა შეხვედრის დასასრულს გააკეთეს პრეზენტაციები იმ უნარებზე, რისი განვითარების საშუალებაც მოგვცა ეკოკლუბში მუშაობამ, მათ ისაუბრეს თვითშეფასებაზე, ლიდერობაზე, მოლაპარაკების ხელოვნებაზე, გუნდურობასა და თანამშრომლობაზე, ანუ იმ უნარებზე, რისი განვითარების საშუალებასაც გვაძლევს კლუბური მუშაობა.  ეკოკლუბის წევრებმა პრეზენტაციები სიმბოლური ნახატებით გააკეთეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრისმთქმელი იყო.







No comments:

Post a Comment