გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები ექსპერიმენტორიუმს ეწვივნენ, ექსკურსიის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელოვანი ელემენტების გაცნობა და ამ საგნებით დაინტერესება.
მოსწავლეებმა გაიცნეს ფიზიკისა და ქიმიის ბევრი ექსპონატი, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებაში, ნახეს აზოტის შოუ.რაც ძალიან საინტერესო იყო.
ექსპერიმენტორიუმი ფიზიკისა და ქიმიის ლაბორატორიული მუზეუმია, სადაც მოსწავლეების ჩართულობით ატარებენ ექსპერიმენტებს, რაც ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო საგნებით მათ დაინტერესებას. აქ მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეეხონ ყველაფერს, საკუთარი ხელით გააკეთონ ცდა, ნახონ როგორ მოქმედებს ფიზიკის კანონები სხვადასხვა მოვლენაზე.
21-ე საუკუნე ტექნიკის ეპოქაა, მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, რაც უშუალოდ უკავშირდება ტექნოლოგიების განვითარებას, ეს მუზეუმში კარგად დაინახეს მოწავლეებმა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა აზოტის შოუმ.
ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატოვეს მოსწავლეებმა ექპერიმენტორიუმი.
No comments:
Post a Comment