გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სკოლის გარე ფასადი მოხატეს. ფასადის მოხატვაში ეხმარებოდნენ აშკალის არაქართული სკოლის მოსწავლეებიც, ეს ორი სკოლა: ორი განსხვავებული ეროვნებისა და განსხვავებული რელიგიის მოსწავლეები, ერთად ბევრ აქტივობაში არიან ჩართული, რაც ტოლერანტობისა და მეგობრობის საუკეთესო მაგალითია.
გუმბათის საჯარო სკოლის შენობა ყოფილი სასოფლო კლუბის ნობაშია განთავსებული, ამიტომ ფასადიცა და სკოლის შიდა ინტერიერიც არ შეესაბვამება სკოლის სტანდარტებს, ეკოკლუბის წევრები ცდილობენ შექმნან გარემო, რომელიც სკოლას მისცემს შესაბამის სახეს როგორც შორიდან, ისევე ახლოდან. ამიტომ ალამაზებენ ეზოს, გარე ფასადს, შიდა ინტერიერს.
ნახატი ეკოკლუბის წევრებმა შეარჩიეს, ესა არის დედამიწა, რომელიც დაცვას მოითხოვს და რომლის შენარჩუნებაზეც ზრუნავს მდგრადი განვითარების მიზნები. მოსწავლეები სამომავლოდ სკოლის ეზოში ხეივანის გაკეთებას გეგმავენ.
No comments:
Post a Comment